ახალი ამბები ეკონომიკა პოლიტიკა

ვაშაძე: ბევრი კრიპტო აქტივი დავკარგე, პაროლები არ მახსოვს

“სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, მთავრობას კრიპტო კოდექსის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს რესურსი, რომ კრიპტო ბაზრის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთგვარი ცენტრი გახდეს.

“ტრეიდინგით არ ვარ დაკავებული, მაგრამ ვფლობ ამ აქტივებს და უფრო გრძელვადიანად ვუყურებ ამ საკითხს. სხვათა შორის საკმაოდ ბევრი კრიპტო აქტივი მაქვს დაკარგული, ტესტირების რეჟიმში ვყიდულობდი და პაროლები არ მახსოვს. 

ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს მთელ მსოფლიოში. მინდა, რომ ამ ინდუსტრიაში არა მხოლოდ აქტივებით, არამედ კონკრეტული შეთავაზებებითაც ვიყო”,– განაცხადა ვაშაძემ “ბიზნეს ფორმულას”ეთერში.

იტვირთბა....