aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

განცხადებას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

იტვირთბა....