“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპონენტები აპოკალიფსის დახატვას ცდილობენ.
“ჩვენი ოპონენეტები ნებისმიერი გადაადგილების დროს აპოკალიფსის დახატვას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით, აპოკალიფსი მათთვის დგება ყველა არჩევნებზე,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.