“არ ვთვლი, რომ სერიოზული იდეა იყოს – “ნაციონალურ მოძრაობას” პლუს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უდრის “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას ყველა არჩევნები ადასტურებს”, – ასე გამოემაურა პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას.
მისივე თქმით, უგულავას ინიციატივა ფანტაზიაა, რადგან მის მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების ნაწილი, პოლიტიკაში დაბრუნებას საერთოდ არ აპირებს.
“ეს რაღაც ფანტაზიაა. ნაწილი მათგანი საერთოდ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ნაწილ მათგანს კიდევ საერთოდ, სხვა გეგმები აქვს. მხოლოდ მახარებს, რომ უგულავას პოლიტიკურ გემოვნებას არ ვაკმაყოფილებ, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ”, – განაცხადა იოსელიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.