ახალი ამბები პოლიტიკა

ვაშაძე: ერთადერთი ქოლგა, რომლის ქვეშაც ვიქნები, სტრატეგია აღმაშენებელია

ერთადერთი ქოლგა, რომლის ქვეშაც მე ვიქნები, “სტრატეგია აღმაშენებელია”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანების იდეამ ერთი პარტიის გარშემო, არ გაამართლა.

“ვფიქრობ, რომ დრო მოჭამა იდეებმა – ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა ნაციონალური მოძრაობის გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა.

ამ სტრატეგიიდან გამომდინარე “ქართული ოცნება”, ფაქტია, რომ დღესაც ხელისუფლებაშია და სწორედ ეს უნდა მას, რომ ყველა გახადოს “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მერე ილაპარაკოს – “ყველანი ნაციონალური მოძრაობა ხართ და მე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში”. ჩვენი ამოცანა არის განსხვავებული მიდგომების ჩვენება, ყველა თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....