ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი ამერიკელ პატიმრებს ათავისუფლებს

ირანის მიერ გათავისუფლებული ერთი ამერიკელი შინ კვირა საღამოს დაბრუნდა, სხვები კი გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარებას იღებენ.

„ბოსტონ გლოუბ“-მა მეთიუ ტრევითიკის და მისი დედის ბოსტონის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის თურქეთიდან ჩაფრინდა. მეტიუ ირანის ევინის საპყრობილეში, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზით ჰყავდათ დატყვევებული.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კვირას თქვა, რომ ტრევითიკი და კიდევ ერთი ამერიკელი, ნოსრათოლა ხოსრავი-რუდსარი, „ირანში უსამართლოდ იყვნენ დაკავებული“.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ევროპამ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გააუქმეს. ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მოხდა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის გაყინვისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.

იტვირთბა....