კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ადეიშვილი ჰოსპიტალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.