ახალი ამბები კრიმინალი

“შეიძლება, რამდენიმე პირიც იყო შემოსული” – გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლი გატეხეს

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის, ხათუნა ჩხაიძის სახლი გატეხეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“შემატყობინეს, რომ ჩემი სახლის კარები იყო ღია. აღმოჩნდა, რომ პოლიციელებიც უკვე მოსულები იყვნენ. გარედან გასაღების ადგილი იყო ჩატეხილი. შიგნით, სახლში ნივთები იყო არეული. ზოგიერთი უჯრა იყო არეული, ზოგი კი ხელუხლებელი. რამე წაიღეს თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს დაკარგული სახლიდან. ვინ იყო შემოსული და რა მიზნით ჩემთვის უცნობია. ასეთი რამ არ მომხდარა, პირველი შემთხვევაა და ძალიან გაკვირვებული ვარ. მინდა ჩატარდეს გამოძიება და დაადგინონ ვინ იყო შემოსული. შეიძლება რამდენიმე პირიც იყო შემოსული”, – განაცხადა ჩხაიძემ “ფორმულასთან”.

იტვირთბა....