ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

ბიზნესმენი აცხადებს, რომ პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული აშანტაჟებდა (ვიდეო)

გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს, მაგრამ ბიძინა კუჭავა მაშანტაჟებდა… მემოგახსენებთ ერთ ფაქტს და თქვენ გამოიტანეთ დასკვნები… ეს იყო კლასიკური შანტაჟი – ამის შესახებ განცხადება, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში, ბიზნესმენმა ზიზი ტატიშვილმა გააკეთა.

მან იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ამჟამად პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავასგან კომერციული ფართი შეიძინა.

მისი თქმით, მან ორი დღის წინ პოლიციისგან გაიგო, რომ მის მფლობელობაში არსებულ ფართში ჩაწერილია ბიძინა კუჭავა, რაზეც სამართალდამცავ ორგანოებს კითხვები ჰქონდათ. ზიზი ტატიშვილი ამბობს, რომ მან კომერციული ფართი ბიძინა კუჭავასგან 2005 წელს შეიძინა.

ერთდერთი მიზეზი რის გამოც ზიზი ტატიშვილის თქმით, ბიძინა კუჭავამ მისთვის ქონების წართმევა ვერ შეძლო, იყო ის, რომ ფართი ყიდვის დღიდან იპოთეკით არის დატვირთული მისი თქმით, იგი დღესაც იხდის ბანკში პროცენტს.

https://youtu.be/Y7OdG1cN69k

იტვირთბა....