ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანიკიძე: მოხდება განჯის კარის ჩამოხსნა და ეს ხელისუფლება გადაყვება ამას

“ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და დარწმუნებული ვარ, ასი ათასობით ქართველი ამყვება – მოხდება განძის კარის ჩამოხსნა და გადაყვება ეს ხელისუფლება ამას აუცილებლად”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აზერბაიჯანის მხრიდან განჯის კარის გადაცემასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებს.

“რახან საუბარია ძალიან ძველ ექსპონატზე, ქართულად ჯობია დავარქვათ განძის კარი, რადგან განძას ეძახდნენ ჩვენი წინაპრები. ჩემთვის არ არის მთავარი, რომ აზერბაიჯანი ითხოვს ამას. ისინი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ითხოვენ ამას, მაგრამ ყოველთვის, ქართული მხარე ან უარს ამბობდა, ან თავს არიდებდა. რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება საშიში, რომ შეიძლება მან ჩამოხსნას და გაატანოს. ბიძინა ივანიშვილისთვის განძის კარია ჩვეულებრივი რკინის კონსტრუქცია. დღეს გელათის მდგომარეობა ხომ იცით როგორია. მაგრამ არ ეტკინა არავის არაფერი, ეგ არ გავატანოთ ასე “უპრაგონოდ” ჩვენ ბიძინა ივანიშვილს. აქედან ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და დარწმუნებული ვარ, ასი ათასობით ქართველი ამყვება – მოხდება განძის კარის ჩამოხსნა და გადაყვება ეს ხელისუფლება ამას აუცილებლად”, – განაცხადა სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ეს კარიბჭე არ მარტო სამუზეომო ექსპონატია, ქართული ეკლესიის საკუთრებაცაა და ელოდება, როდის დააფიქსირებს ამ თემაზე საპატრიარქო საკუთარ პოზიციას.

“განძის კარი, რომელიც 1138 წელს დემეტრე პირველმა ბრწყინვალე ლაშქრობის შემდეგ ჩამოხსნა განძის გალავანს, ჩამოიტანა და შესწირა გელათის მონასტერს. აქ მარტო სამუზეუმო ექსპონატზე არ არის ლაპარაკი, ეს ეკლესიის საკუთრებაა და მემგონი საპატრიარქომაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ეს ეკუთვნის არამარტო საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას”, – ამბობს სანიკიძე.

იტვირთბა....