ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ, ბატონი სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო

“ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ, ბატონი სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა”, – ამის შესახებ აშშ-ს ელშმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვაზე – “თვლით თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს?” პასუხად განაცხადა.

“მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს და ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ ისევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და მის წინააღმდეგ ბრალდებები იყოს სრულად წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდებები”, – ამბობს დეგნანი.

აშშ-ს ელჩის განცხადებით, მათ საჯარო და კერძო საუბრებში მთავრობას მოუწოდეს, რომ სააკაშვილმა სათანადო სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს.

“ბატონი სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა, ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როცა პოლარიზაცია ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ, როგორც საჯარო და ასევე, კერძო საუბრებში, მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ მან სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა, სამართლიანი პროცესი მიიღოს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ მთავრობას, დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ მის სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას და რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს მასთან წვდომა და რომ ის იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას”, – ამბობს დეგნანი.

 

იტვირთბა....