[su_quote]რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის სახელი რომ არ წერია, არ მგონია, რომ პუტინის შეეშინდა ბიძინას და ამიტომ არ ჩაწერეს. ვთანხმდებოდით ამ ტექსტზე, “ნაციონალური მოძრაობაც” ხელს აწერდა და არ უნდოდათ გამოჩენილიყო, რომ არ ვჩხუბობთ და ამ ერთ რამეზე მაინც ვთანხმდებით. ამის დაშვება არ უნდოდა “ქართულ ოცნებას”, რადგან არ უნდოდა ჩხუბის დამთავრება. ახლაც არ უნდა ჩხუბის დამთავრება, ვინაიდან არ იცის, მერე რა გააკეთოს. ჩხუბი რომ მორჩეს, მერე რა იდეა აქვს? ამიტომ არ ამთავრებს. დაამარცხეს მათ, ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა”. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ ჩხუბს მაინც არ ამთავრებენ. ციხიდან რევოლუციას აწყობსო, იძახიან და 20 კაცი იკრიბება ივენთებზე. ამის მიუხედავად, ჩხუბის არდამთავრება მგონია ამ კონკრეტული რაღაცის მიზეზი, ვიდრე პუტინის შიში.[/su_quote]
იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” დაამარცხა “ნაციონალური მოძრაობა”
ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, უკრაინისადმი მხარდამჭერის რეზოლუციაში რუსეთის არხსენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.