ახალი ამბები პოლიტიკა

ოპოზიციაში შეგზავნილი პროვოკატორი აგენტი ქოცები – ნათელაშვილი პარტია “მოქალაქეებზე”

ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტი ქოცები, – აღნიშნულის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მისამართით განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მათ პარტია უშიშროების ფულით შექმნეს.

“ქოცები კი არა, ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტი ქოცებია პრობლემა. გააქეზეს ორი პროვოკატორი ელისაშვილი და იოსელიანი, უშიშროების ფულით რომ შექმნეს პარტია და დილიდან საღამომდე უამრავ სიბინძურეს ალაპარაკებენ. თუ ჩემთვის მანდატის შეწყვეტა გინდათ, შემიწყვიტეთ, მაგრამ ამ ბინძური ადამიანების გამოყენებას შეეშვით”, – აცხადებს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, მანამდე “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნათელაშვილის მისამართით განაცხადა, რომ მას პარლამენტში ფეხი არ შეუდგამს და მილიონერი გახდა.

იტვირთბა....