[su_quote]მხარს დავუჭერ, რომ შალვა ნათელაშვილი არ იყოს საქართველოს პარლამენტში, რადგან ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში. პარლამენტში არ შემოუდგამს ფეხი არასდროს და ხუთი მილიონი აქვს წაღებული, როგორც პარლამენტის წევრს. მივლინების ფულს იღებდა, როცა მივლინებაში არ წასულა, წერდა განცხადებას, ბენზინი მომეცითო, როცა მანქანით არ სარგებლობდა. ბინის ქირის ფულს ითხოვდა, როცა ქუთაისში ფეხი არ ჩაუდგამს. ჩემი, როგორც დეპუტატის, რომელიც დღე და ღამე თავდაუზოგავად ვშრომობ პარლამენტში პოზიციაა, რომ ნათელაშვილი არ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ასეთი პოლიტიკოსები რაც ნაკლები იქნება, უკეთესია. ეს არის კორუმპირებული ოპოზიციონერის იშვიათი შემთხვევა, რომელიც მილიონერი გახდა ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს. წაიღეთ დრონი ბაზალეთში, გადაუღეთ მის მამულებს, მერე მობრძანდით და გადაუღეთ ჩემს მამულებს, რომელიც 67 კვადრატულ მეტრს მოიცავს თავიდან ბოლომდე და საქართველოს ბანკის საკუთრებაა, კიდევ ათი წელი უნდა ვიხადო კრედიტი.[/su_quote]
აცხადებს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის შესახებ, რომლის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხიც, შესაძლოა, პარლამენტში დადგეს.