“ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, “წითელას” მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ ექსპერტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
აკაკი ზოიძემ აცრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ტყუილია ის, რომ ორი დოზა, მით უმეტეს, ახალი გაკეთებული არ იცავს. ორი დოზის მერე, პირველი სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია.
რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, არის ის, რომ ქვეყანა “ომიკრონის” ტალღას ვაქცინაციის აქტიური კამპანიით შებრძოლებოდა და მოზრდილი მოსახლეობის 43%-ის ნაცვლად, რომელიც დღეს გვყავს აცრილი, 70-60% გვყოლოდა, რაც შარშანდელი გეგმა იყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ “პირველი არხის” ეთერში.