ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში “ომიკრონის” შესახებ პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს:
“ომიკრონით განპირობებული დაავადება შესაძლებელია იყოს მსუბუქი ან მძიმე. ზოგიერთი ადამიანისთვის(განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებისთვის) პროცესი შესაძლებელია დასრულდეს სიკვდილით.
დაიცავით თავი:
აიცერით;
დაიცავით დისტანცია და თავი აარიდეთ თავშეყრებს;
ატარეთ კარგად მორგებული პირბადე;
ხშირად გაანიავეთ დახურული სივრცეები;
აიფარეთ სახეზე ცემინებისა და ხველებისას;
ხშირად დაიბანეთ ხელები”, – წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.