გორში, მამის მიერ დაჭრილი 47 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმების შეფასებით, გოგიტა მეგრელიშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
82 წლის მამამ, შვილს ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.
საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კაკო მეგრელიშვილი ადგილზე დააკავეს.
სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 2–თვიანი პატიმრობა გუშინ, 2 თებერვალს შეუფარდა.
როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, შვილი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.