ახალი ამბები საზოგადოება

წყალი ზეგ დილამდე შეწყდება – GWP მოსახლეობას აფრთხილებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი ზეგ დილამდე შეუწყდება.

“ჯივიპი, ხვალ 04/02/2022, დიდი დიღომის IV მ/რ N25-თან სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 04/02 14:00 საათიდან 05/02 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში :
დიდი დიღომი III, IV მ/რ, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, ლამბერტის, კლაპროთის, რაინეგსის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, დანიბეგაშვილის, იან ჰომერის, ბელოის, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, ტილკეს, ბატონიშვილის, მარკო პოლოს, მირიან მეფის, შაქარაშვილის, თავდადებულის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას ქუჩებს. გეხტმანის ქუჩას თავისი ჩიხებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....