ახალი ამბები საზოგადოება

თუ ვაქცინაციის ორი დოზის გაკეთების შემდეგ 3 თვე გავიდა – NCDC მოქალაქეებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს:

“თუ ვაქცინაციის ორი დოზის გაკეთების შემდეგ 3 თვე გავიდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბუსტერით ვაქცინაცია.

მისი მნიშვნელობა ორმაგად გაზრდილია ომიკრონის ფართო გავრცელების დროს.
რატომ?

ბუსტერი არის COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა.

მისი მიზანია, უზრუნველყოს იმუნიტეტის ხანგრძლივად შენარჩუნება, რომელიც ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბუნებრივად ქვეითდება;

ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებს;

ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი;

ბუსტერ დოზით ვაქცინაცია შესაძლებელია სამივე ხელმისაწვდომი ვაქცინით, იმის მიუხედავად, თუ რომელი ვაქცინის კურსია უკვე ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც  COVID-19-ის​ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ბუსტერ დოზით აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.

აიცერი, გაიკეთე ბუსტერი და დაიცავი საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....