ახალი ამბები პოლიტიკა

ჟორჟოლიანი პოლიტიკურ სანაგვეზე იქექება…იქნებ მეუღლესთან ერთად მითვისებული ქონება ამოქექოთ, არ გაინტერესებთ – მეგრელიშვილი

ნანა ჟორჟოლიანი პარტიულ დავალებას კარგი ხუთოსანივით ასრულებს.

ის წარსულის პოლიტიკურ სანაგვეზე იქექება და “რაც უფრო გაქექავ მით უფრო ყარს” პრინციპით პოლიტიკურად მძაღე სიუჟეტებს ამზადებს.

გუშინდელი გადაცემა გარდაცვლილი შოთა ჭიჭაშვილის მარჯვენა ხელს,

კონსტანტინე ციხისთავს მიეძღვნა.

მან რამდენიმე დღის წინ ვახო სანაიას ეთერში განაცხადა – ” სანაიას მკვლელობა თამაზ თამაზაშვილის დაკვეთით მოხდაო”.

მოკლედ ისე ისაუბრა ცრემლი მოგადგებოდა თვალზე, რომ არ გცოდნოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ამ საქმის გამოსაძიებლად თითი თითზე არ დადებულა.

და მინც, ახლა “ნაციონალური მოძრაობის” ამ დამნაშავე პარტიის დავალებით ტელეკრატიელები პოლიტსანაგვეზე მხოლოდ იმიტომ იქექებიან, რომ მძაფრი სიუჟეტები შემოაკლდათ, (საბედნიეროდ) არავინ გარდაცვლილა, არც არავინ დაკარგულა და ვერავის ჭირისუფლობას ვეღარ იბრალებენ.

რას იზამ, თუ არ არის უნდა მოიგონო, დავალება ხომ – მიზანში ღარიბაშვილი და მისი მეუღლის ოჯახია!

მათზე ბევრს საუბრობენ, ბევრს იგონებენ, დამტკიცებით კი ვერაფერს ამტკიცებენ,რადგან ტყუილი თავიდანვე წაგებული თამაშია.

მე მაქვს იდეა, იქნებ ნანა ჟორჟოლიანის და მისი ყოფილი მეუღლის მიერ “ნაგროვები” ქონება ამოქექოთ და კარგი სიუჟეტი მიუძღვნათ.

არ გაინტერესებთ რამდენს რამდენი დააწერეს ან ვის რა წაართვეს?!

კოდუას ბი­ნა თბი­ლის­ში, ბინა გუ­და­ურ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელი სახლი ზუგდიდში, ორი ბინა ბა­კუ­რი­ან­ში და სხვა ქონებები რაც დეკლარაციაში უბრალოდ არ წერია…

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს სა­ხლი  და ბინა თბი­ლის­ში სხვა ქონებებიც ესეც უბრალოდ საჯაროდ არ წერია…

მათ ანგარიშზეა – არაერთი ავტობილი,

მათ შორის

“TOYOTA HILUX”,

“PEUGEOT 207 CC” და

140 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი

“RANGE ROVER SPORT” რომლითაც ნანა კორჟოლიანი სარგებლობდა

(ახლა ახალი ჰყავს).

ეს, ამ ორი ადამიანის ქონებიდან მიზერია.

მათ მიერ უამრავი დაშანტაჟებული ოჯახიდან მხოლოდ კობა ბექაურმა ყოფილმა დეპუტატმა გაბედა და თქვა რომ, მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბაჟო ტერმინალის სხვის სახელზე გადაფორმება მოსთხოვეს.

მისი განცხადებით, საბოლოოდ კი ქონება კოდუების დედის ხელში აღმოჩნდა.

რამდენი ასეთი, რამდენი ასეთი…

კარგი სასიუჟეტე მასალებია

მსგავსი სახის ინფორმაციას სოციალურ ქსელში საჯარო სამართლის ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი აქვეყნებს.
იტვირთბა....