ახალი ამბები საზოგადოება

სულიერების აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანეთ – ილია II რუსეთის პატრიარქს იუბილეს ულოცავს

[su_quote]თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენი აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ თქვენი პირველმსახურების წლების განმავლობაში თქვენ შეიტანეთ დიდი წვლილი რუსეთში სულიერების და ტრადიციული ღირებულებების აღდგენაში. დღეს, როგორც არასდროს, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულიერ და მორალური ღირებულებებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს, სულიერ სიხარულს და ღვთის წყალობას ყველა საღვთო საქმეში.

დაე, უფალმა გარგუნოთ მომავალშიც ნაყოფიერი შრომა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და სრულიად მართლმადიდებლობისთვის.

ძმური ქრისტესმიერი სიყვარულით,

ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი[/su_quote]

 

აღნიშნული ტექსტით, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს ულოცავს.

იტვირთბა....