ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან”- ტრამპი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი დიდი პატივი იყო – ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის ცნობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან სავაჭრო საკითხებზე შეთანხმდა და დაწესებულ საპასუხო ტარიფებს 25%-დან 18%-მდე შეამცირებს.

„ასევე, ისინი აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების ნულამდე შემცირების მიზნით ნაბიჯებს გადადგამენ. ინდოეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ორი ადამიანი ვართ, რომლებიც საქმეებს აკეთებენ, რასაც უმეტესობის შესახებ ვერ ვიტყვით“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

იტვირთბა....