ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა

მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას დეპუტატზე, ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გონჩარენკოს ცნობით, 3 თებერვალს უკრაინის უმაღლესი რადას მე-15 სესია გაიხსნება და ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სიტყვით გამოვა.

„ხვალ, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა“, – წერს გონჩარენკო „ტელეგრამის“ არხზე.

მარკ რუტეს კიევში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ნატო-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

იტვირთბა....