ახალი ამბები საზოგადოება

“ბრალდებულო” ცერცვაძე ‘დაზარალებული”გოგაშვილი მზადაა შესახვედრად – სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას შეხვედრაზე დათანხმდა. ამის შესახებ გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“გამომეხმაურა 4-დან ერთი.
კარგია ეს, თუ გამბედაობაა და არა სხვა რამე…დარტანიანი 2 წელია სათოფეზე არ მეკარება და ის ორი მუშკეტერი ამ კუთხით დუმს. ჯერჯერობით.
“ბრალდებულო” ცერცვაძე “დაზარალებული”გოგაშვილი მზადაა შესახვედრად.(ორჯერ აცრილი, კოვიდგადატანილი და ბუსტერის მოლოდინში მყოფი).
კარგად მომზადებული, მოკლული ოჯახის წევრების, თუ უცნობი ადამიანების ინტერსების დამცველის ფუნქციით. ეპიდემიის მართვის პერიოდში გარკვეულ პირთა ჯგუფების მიერ ჩადენილი მთელი რიგი მძიმე დანაშაულების მტკიცებულებათა დასტით.
შეხვედრის ორი ფორმაა – ღია, საჯარო, სადაც, თუ გსურთ ის ორიც დაისწარით,( მთავარი იმალება)ან დახურული.
რადგან თქვენ არ ძალგიძთ და ვერ უზრუნველყოფთ შეხვედრის უსაფრთხო გარემოს, ამიტომ ადგილს მე შევარჩევ ყველა შემთხვევაში.
Честь имею сударь!”, – წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....