ახალი ამბები კორონავირუსი საზოგადოება

ცერცვაძე გოგაშვილზე: თავს უფლება მისცა და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მომიხსენია, ვთხოვ აუცილებლად შემხვდეს

უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მომიხსენია, ვთხოვ აუცილებლად შემხვდეს, – აღნიშნული ფრაზით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მიმართა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მის მიმართ შეურაცხყოფა ყოველგარი მიზეზის გარეშე მოხდა.

“ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, უფრო მეტიც – ყოველგვარი საბაბის გარეშე.
დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს”, – წერს ცერცვაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პანდემიის მართვა ხელიდან გაექცათ, რისი მიზეზიც დაშვებული შეცდომებია.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამ განცხადებას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

“ბრალდებული ცერცვაძე”: მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე, რომ შეეწირა ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?
არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული- “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა!
აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!
მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?
უხ, თქვენი…
ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…
პ.ს. მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად”, – განაცხადა გოგაშვილმა.

იტვირთბა....