პოლიტიკა

“გვლანძღეს, გვთათხეს, რატომ შედიხართო და გამწკრივებულები მოგვსდევდნენ მერე” – ელისაშვილი

გვლანძღესგვთათხეს, რატომ შედიხართო და გამწკრივებულები მოგვსდევდნენ მერე”, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერი კოლეგების მიერ ბოიკოტის შეწყვეტას.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში მხოლოდ ხელფასის ასაღებად მიდიოდა.

“ოპოზიციის საერთო კანდიდატებს და მსგავს რაღაცებს დიდი ხანია შევეშვით, მწარე გამოცდილება გვაქვს. იცით ჩვენ გვინდოდა, რომ საერთო აზრზე ვყოფილიყავით, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში რა ცოდვა-მადლი დაატრიალეს ჩვენ თავზე კი ხედავთ – გვლანძღესგვთათხეს, რატომ შედიხართო და გამწკრივებულები მოგვსდევდნენ მერე.

ბოიკოტში ვართო და დარბოდენ და ხელფასებს იღებდნენ, ახლაც კი ბოიკოტი ჰქონდათ ვითომ, დადიოდნენ, კომიტეტების წინ, მოაწერდნენ ხელს და მერე გარბოდნენ სხდომიდან, მუშაობა ეზარებოდათ. 

რა ვქნა? – ბოდიში დანარჩენ ოპოზიციასთან. აქა-იქ არის ოპოზიციაში ხალხი, ვისთან საუბარიც შეიძლება. საქმეზე ყველას ვესაუბრებით, ხალხზე დარდი არც ერთ პარტიას არ ეტყობა,  ყველას აქვს თავის დღის წესრიგი და მიშლიგინებენ ამ დღის წესრიგით,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2–ის” ეთერში.

იტვირთბა....