საზოგადოება სოციალური ქსელი

“წარმოდგენაც არ მინდა, ჩვენთან ეს რომ მომხდარიყო” – გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც “რუსთავი 2–ის” ეთერში გასულ თოქ–შოუს ეხმაურება.

“ესე იგი, რუსთავი 2 –ში ვიყავი და, რამე ტექნიკური შეცდომაც რომ გაგვპარვოდა, თავზე იმხობდა ყველა ენჯეო და “ოფინიონმეიკერი”. სხვას რომ ღია ეთერში მაგიდაზე მოე@ვა, მაქსიმუმ ღლიცინში ან გოიმობაში გაატარებდნენ.

მთავარში ვარ და არაფერი შეცვლილა. გუშინ ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ფრიკშოუები იყო და დაცინვით და ლაითი შეშფოთებით გადაატარა ყველა ენჯეომაც და ტვინისბურღმაც. წარმოდგენაც არ მინდა, ჩვენთან ეს რომ მომხდარიყო. უკვე “ბომბაუბეჟიშეში” ვიქნებოდით გახიზნული მთელი არხი.

გმადლობთ, რომ ყველაზე მაღალი სტანდარტით ჩვენ გვთხოვთ და ამით აღიარებთ, რომ ყველაზე მაღალი დონე ვართ, მაგრამ არ მგონია, ეს სხვებს ათავისუფლებდეს ღია ეთერში მაგიდაზე მო@მის პასუხისმგებლობისგან”, – წერს ნიკა გვარამია.

იტვირთბა....