საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა ადვოკატმა და პარტია “დროას” ლიდერმა მოინახულეს.
როგორც ელენე ხოშტარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საჭიროა, სააკაშვილის უფლებები ირღვევა.
“პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით. ამაზე ექიმებმა უკეთ უნდა ისაუბრონ, მაგრამ სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და ექიმებს მასთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ სიტუაციაზეც, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.