ინგლისელი მუსიკოსის დევიდ ბოუვის სახელზე ასტრონომებმა თანავარსკვლავედი დაარეგისტრირეს. ამ ამბის შესახებ საზოგადოებას ბელგიელმა ასტრონომებმა აცნობეს. ინფორმაციას კი The Guardian ავრცელებს.
ბელგიელი ასტრონომები ამბობენ, რომ თანავარსკვლავედი მარსთან ახლოს მდეობარეობს.
მუსიკოსი 18 თვე კიბოს ებრძოდა, რის შემდეგაც 69 წლის ასაკში, გასულ კვირას გარდაიცვალა.
დევიდ ბოუვი 1947 წლის 8 იანვარს ლონდონში დაიბადა. არტ როკის, სოულის, დენს პოპის, პანკისა და ელექტრონიკის შემსრულებელი, რომლის კარიერაც 40 წელზე მეტს ითვლის, 8 იანვარს 69 წლის გახდა. მუსიკოსმა ამავე დღეს უკანასკნელი ალბომი – Blackstar გამოუშვა.