პოლიტიკა

,,როგორც ბოროტებას ეშინია ნათელის, ასევე ეშინია „ნაციონალურ მოძრაობას“ უსაფრთხოების პოლიტიკის” – მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“  ჯანსაღი კრიტიკის ეშინია.

“როგორც ბოროტებას ეშინია ნათელის, ასევე ეშინია „ნაციონალურ მოძრაობას“ უსაფრთხოების პოლიტიკის, სიმშვიდის, ჯანსაღი კრიტიკის, უბრალოდ იქ თავის თავს ვერ ხედავს.

სხვათა შორის, გუშინ მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა საჯაროდ თქვა, ეს რა საპარლამენტო საქმიანობაა, როდესაც კომიტეტზე ვსაუბრობთ, თავმჯდომარე ხან ერთს აძლევს სიტყვას, ხან მეორეს და მერე კენჭისყრით უნდა გადაწყდეს საკითხიო. მათი გადასახედიდან საქართველოს პარლამენტში ისინი ან მაგიდაზე უნდა ახტნენ, ან სპიკერატში შეიჭრნენ, ან რუსეთის ჰიმნი უნდა ჩართონ ან დესტრუქცია მოაწყონ. სამწუხაროდ, ეს არის მათი საქმიანობა. საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად დაინახა და რაც მთავარია, მათმა ამომრჩევლებმაც კი, რომლებმაც არ მისცეს რადიკალურ ოპოზიციას ქუჩაში ლეგიტიმაცია. ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში უნდათ, რომ საკუთარი თავი როგორმე შეახსენონ საზოგადოებას. ეს საგამოძიებო კომისიის საკითხიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა საქართველოს პარლამენტში განპირობებულია იმით, რომ მათ ფაქტობრივ ბელადს, რომელიც ახლა საპყრობილეშია, სურს, როგორმე ეს პოლიტიკური პარტია აამოქმედოს თავის გადასარჩენად. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღის წესრიგში აქვს ერთადერთი საკითხი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

იტვირთბა....