პოლიტიკა

“მოგაკითხავთ ყველგან” – “ქართული ოცნების” ოფისთან აქციაა

ამ წუთებში, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს, აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, მმართველმა პარტიამ ქვეყანა გაჭირვებამდე და უპერსპექტივობამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებაში” 19:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული. ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს მმართველი გუნდი.

იტვირთბა....