“რა არის ომიკრონი? რა სიმტომები ახასიათებს და როგორ უნდა დავიცვათ თავი ახალი შტამისგან?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ვიდეო რგოლში გაიგებთ”, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამისგან თავდასაცავად, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
“გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია!
აიცერი, გაიკეთე ბუსტერი და დაიცავი საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე!”, – აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.