ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საოცარი რეაქციაა..
პანდემიაც და აქედან გამომდინარე, რეგულაციებიც ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება. მწვანე პასპორტიც რეგულაციის ნაწილია. ერთი სული მაქვს როდის მოვა ის დღე – კოვიდის გაქრობის, რომ მართლა გავიხარო! ახლა, ამ რეკორდული ავადობის პირობებში რა არის სასიხარულო? მწვანე პასპორტი იყო მთავარი პრობლემა?! როგორ შეიძლება ადამიანების ასეთი რაოდენობა ვერ არჩევდეს რა არის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი? ახლა, უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს- “ვაშა, სიღარიბე აღარაა დავძლიეთ!-ო?” თუ ჯერ სიღარიბე უნდა გაქრეს და შემდეგ ამ პოლისის არსებობის აუცილებლობა? თუ ეს პოლისი არაა ადამიანების სეგრეგაციის წყარო?… არადა, რა ცოტა ფიქრია საჭირო…”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.