ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილი კალაძეზე: ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ქურდი და კორუმპირებული

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა. ტელეკომპანია პირველის “დღის ამბების” წამყვანის, ანა წერეთლის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ანტიკორუფციული სააგენტო თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართულებაზეც მუშაობდეს, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ის, თუ როგორ არის კალაძე ჩართული კორუფციაში, საჯარო დოკუმენტებითაც დასტურდება.

“რად უნდა კალაძეზე მუშაობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაწყებულია მის ნათელმირონს, “არქის” წულაიას ერთ ლარად რომ მისცა 16 მილიონი ლარის ქონება. ეს დოკუმენტზე წერია. მეორეს გეტყვით – ავტობუსები რომ იყიდა, 60 მილიონი ლარით მეტი აქვს გადახდილი. სხვა ქალაქმა იყიდა 180 ათას ევროდ და კალაძემ იყიდა 250 ათას ევროდ. საიტზე ეწერა. ადამიანმა “ბოტასი” რომ გამოიწეროს, 100 დოლარი რომ აწერია გამოწერას და თქვენ 150 გადაიხადოთ, ნორმალურია? ესეიგი იმ 50 დოლარში ჩატყდა, სადღაც წავიდა ის ფული. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ქურდი და კორუმპირებული”, – ამბობს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....