ახალი ამბები მთავარი ციტატა

კახაძე მწვანე პასპორტების გაუქმებაზე: როდესაც აცრილი ხარ, ნაკლები რისკია გაგირთულდეს, თორემ დაავადებით ყველა დაავადდება

[su_quote]ახლა მსოფლიო როგორ განმარტავდა ამას, მწვანე პასპორტი უნდოდათ, რომ რეგულაციები ყოფილიყო, ადამიანები ინფორმირებული ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ, რომ ერთმანეთზე არ გადაეტანათ ეს უბედურება. მთავარი რა არის – ადამიანი, თავის კეთილსინდისიერება გარესამყაროს მიმართ და საკუთარი თავის მიმართ. როდესაც აცრილი ხარ, ნაკლები რისკია, რომ შენ გაგირთულდეს, თორემ დაავადებით დაავადდება ყველა ადამიანი. მით უმეტეს, ომიკრონმა გამოსცადა კაცობრიობა. ყველა შეიძლება დაავადდეს, მაგრამ აცრა შველაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის. მე როცა აცრილი ვარ, თამამად შევდივარ ნებისმიერ ადამიანთან, რადგან მე არაფერი მომივა, მაგრამ შეიძლება, გადავდო. ისიც ასე უნდა იყოს დაინტერესებული[/su_quote]

განაცხადა მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ. ცნობისთვის, საქართველოში მწვანე პასპორტის წარდგენის რეგულაცია გაუქმდა.

იტვირთბა....