ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

კუჭავას გერის შვილიც გაქრა: ვის და რატომ ეშინოდათ პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის?

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავას ფეისბუქზე სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, “მეტრონომი” მას კომენტარისთვის დაუკავშირდა.

მისი პოსტის მიხედვით:

„ქირიას სავარაუდო მკვლელი ბიძინა კუჭავა არ იყო ჩვეულებრივი მარტივი პიროვნება, მისი საქმიანობა გარდა ,,საქართველოს ხმისა,, უკავშირდება კაზინოს, ის ცნობილი ,,იგროკი,, იყო, 2007 წელს მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში იპოვეს ასევე ,,იგროკის,, გოჩა მაღალდაძის გვამი, მკვლელობის ვერსიები მიდიოდა ბიძინა კუჭავასთან, რომელსაც წაგებული 50 ათასი დოლარის გადახდა არ სურდა მოკლულისთვის, თუმცა მაშინ ვერ დაუმტკიცდა ეს მკვლელობა, ასევე დადიოდა ჭორები, რომ უშიშროების გენერლის თამაზ ნინუას მკვლელობაც თითქოს უკავშირდებოდა ბიძინა კუჭავას, თუმცა იქ, მკვლელობაში თამაზ გოგია იქნა ეჭვმიტანილი, რომელიც დღემდე არ აღიარებს მეგობრის მკვლელობას! და აი დღეს ბიძინა კუჭავა კლავს ნათესავ პროკურორს, აქაც სავარაუდოდ ვალი ფიქსირდება, გარბის ქალაქიდან, იგრძნო თუ არა რომ მის კვალს მისდევდა პოლიცია, მანქანაში ახლობელი ცოლ-ქმრის თვალწინ იღებს იარაღს და იკლავს თავს! სამწუხარო ისაა, რომ ბიძინა კუჭავას განეიტრალება არ მოხდა 2007 წელს:(” -წერს ნინო ჯღარკავა.

როგორც „მეტრონომს“ ნინო ჯღარკავამ განუცხადა, საქმის აქტუალურობიდან გამომდინარე მან მოიძია სხვადასხვა დროს კრიმინალურ შემთხვევებზე გავრცელებული ინფორმაციები, სადაც ბიძინა კუჭავას გვარიც ფიგურირებდა და აქედან გამომდინარე, ლოგიკური ფაქტები შეკრიბა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ნინო ჯღარკავა: მახსოვდა ნინუას მკვლელობა და ის, რომ კუჭავას გვარი ფიგურირებდა. ასევე მაღალდაძის საქმეზეც კუჭავას გვარი ფიგურირებდა, ერთი და იგივე იარაღი იყო ნახსენები ორივე საქმეში და ასევე წიწაკა იყო გამოყენებული, ძაღლს რომ კვალი არ აეღო.  ამ საქმეებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჟურნალისტი იძიებდა,  მოვიძიე მათი სტატიები და რამდენიმე ფაქტი სტატუსში გამოვიტანე.

რატომ არ დაუკავშირდა კუჭავას არც ერთი საქმე ბოლომდე?

– როგორც ვიცი, მაღალდაძის მკვლელობა ვერ გაიხსნა, ხოლო ნინუას საქმე გაიხსნა, რომლის მკვლელობაც, როგორც ამბობენ,  მის ბიზნესპარტნიორს, გაგუას დააბრალეს. გოგუა  დღემდე ამბობს, რომ მას არ მოუკლავს ნინუა.

– ვინმე მფარველობდა კუჭავას?

– 2007 წლის ამბავია, ვინ მფარველობდა ვერ გეტყვით. კუჭავა ჩვეულებრივი პიროვნება არ იყო, ძალიან ადრე სულ ორჯერ შევხვდი. ვიცოდი, რომ მასზე ათასი ლეგენდები დადიოდა. ყველა ერიდებოდა. შიშის მომენტი იყო თითქოს. ამბობდნენ რომ მისი გერის შვილი მოულოდნელად გაქრა. სოციალურ ქსელში წავაწყდი, გერის ძმაკაცი წერდა, რომ მამინაცვალი, ანუ კუჭავა ფიგურირებდა მაშინ იმ ბიჭის გაქრობაშიო. გუშინ მეზობელმა მისცა ინტერვიუ მედიას, რომ კუჭავას დაც გამქრალია 2 წელია, თურმე ბინა გაყიდა, გადაუფორმა ძმას და გაქრა.

“მეტრონონომი” ასევე გთავაზობთ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილის პოზიციას, რომლის განცხადებით, მოკლული პროკურორი, ქირია ბოლოს ფირების საქმეს იძიებდა.

“მოკლული პროკურორი იმ ფარული, ამაზრზენი ფირების საქმეს იძიებდა, რომლის ნახვის შემდეგ, რამდენიმე დღე (მეტი არა) გმინავდა ერი” – წერს დარეჯან  მეფარიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში დაღუპული იპოვეს. გავრცელებული ინორმაციით ქირია ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ხოლო მისმა სავარაუდო მკვლელმა, მისმა ნათესავმა, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ქირიას, ასევე კუჭავას ახლობლებმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა მოითხოვეს, რადგან ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ.

იტვირთბა....