ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო კატასტროფა იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე, დანარჩენი სამყაროსთვის.
“ჩვენ ვხედავთ დიდი რაოდენობის მეომრების მობილიზებას, ყველანაირი ოპერაციისთვის მზადებას, რომლებიც მოახლოებულ საომარ კამპანიაზე მიუთითებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნებოდა პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა, ასევე, სამხედრო კატასტროფა, როგორც რუსეთისთვის და დანარჩენი სამყაროსთვის, ისე პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის”, – განაცხადა ჯონსონმა და რუსეთს დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოუწოდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებენ.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვში ესმოდეთ, როგორც კი რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, სანქციები ავტომატურად ამოქმედდება”,