“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დავალება ჰქონდათ მიღებული, რეზოლუციაში არცერთ შემთხვევაში არ ჩაეწერათ სიტყვა რუსეთი.
“ძალიან მძიმე დღე იყო დღეს პარლამენტისთვის. ნაცვლად იმისა, რომ გვემსჯელა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში, ნაცვლად იმისა, რომ გვემსჯელა იმაზე, რომ ზუსტად იგივე გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რომ უკრაინაზე მეტად, რეალურად ეს რეზოლუციად სჭირდება საქართველოს, რადგან ჩვენც ჩვენც იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უკრაინისგან ეს მხარდაჭერა გვახსოვს არაერთხელ. დღეს კი პარლამენტში მთელი მსჯელობა მიდიოდა იმაზე და ოპოზიცია ცდილობდა დაერწმუნებინა ხელისუფლება, რომ ჩაეწერათ სიტყვა რუსეთი რეზოლუციაში. ეს იყო მთელი ტრაგიკული პროცესი, თუ როგორ ცდილობდნენ, უსუსურად გაემართლებინათ ადამიანები, რომლებსაც სხვათაშორის, განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. დღეს რომ ვუსმენდი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალება, რომ არაფრით არ ჩაეწერათ სიტყვა რუსეთი, ამას იცავდნენ გააფთრებით და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ დავალების მიცემა შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, დღე მისი კავშირი რუსეთთან ძალიან ნათლად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს დაამტკიცა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ამას წინ უძღოდა პლენარული სხდომა, რომელზეც ოპოზიციის რამოდენიმე წარმომადგენელმა წამოაყენა წინადადება, დღეს არ ეყარათ კენჭი რეზოლუციის პროექტისთვის და საბოლოო ტექსტი შეთანხმების საფუძველზე მიეღოთ.