ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” გარდა, დოკუმენტს არც ერთმა საპარლამენტო ჯგუფმა არ მოაწერა ხელი.

საპარლამენტო ოპოზიციაში აპროტესტებენ, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიციტებულ ტექსტში ერთხელაც არ არის ნახსენები რუსეთი.

დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას რეზოლუციის პროეტის კენჭისყრის გადატანა და ტექსტის გადახედვა შესთავაზა, თუმცა, საბოლოო ჯამში, რეზოლუცია იმ სახით დამტკიცდა, როგორც ის “ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა პარალემტნში.

იტვირთბა....