ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: “ქართული ოცნების” ძალიან ბევრ წამომადგენელს გეტყობათ, რომ არ მოგწონთ რეზოლუციის ტექსტი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის შინაარსზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ და დოკუმენტი იმ ფორმით გაიტანონ კენჭისყრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერაც ექნება.

“მე ვფიქრობ, რომ კითხვის დასმას, რატომ არ ჩაწერეთ რუსეთის აგრესია, აზრი არ აქვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის პოზიცია ასეთია, გულწრფელად ჩემი და არა მხოლოდ ჩემი დაკვივებით, თქვენ გეტყობათ და ძალიან ბევრ წარმომადგენელს “ქართული ოცნებიდან” ეტყობა, რომ რეზოლუციის ეს ტექსტი არ მოსწონთ. ამიტომ, საჯაროდ მინდა მივმართო უმრავლესობას, შევათანხმოთ ეს ტექსტი, ვიმუშაოთ კიდევ რაღაც დროის განმავლობაში და მივიღოთ ერთობლივი რეზოლუციის ტექსტი. ეს რეზოლუციის ტექსტი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტად. წლების შემდეგ, არავის არ გაახსენდება “ქართული ოცნება”, მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ღირსებაზე და უსაფრთხოებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩვენგან ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს”, – განაცხადა დეკანოიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

იტვირთბა....