ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ომიკრონით ინფიცირებული 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, ამის თაობაზე კვლევა დაიწყება და უფრო ზუსტი წარმოდგენა შემდეგ ექნებათ, რა ნაწილია გარდაცვალების განპირობებული კონკრეტულად ომიკრონით.
“ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო „ომიკრონის“ ფაქტი.
ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“, – აცხადებს “ინტერპრესნიუსის” მიხედვით გაბუნია.