თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, მთელს მსოფლიოში. ადამიანებისგან ხშირად გვესმის კითხვა თუ რა არის გამოსავალი? დროსთან ერთად დროში გამოცდილი პროფესიონალი ექიმების მიერ ჩატარებული თმის გადანერგვის წარმატებული ოპერაციები გვიჩვენებს რომ გამოსავალი ერთადერთია-თმის გადანერგვა.
სწორედ ამ პროცედურის ჩატარება უზრუნველყოფს არამხოლოდ სიმელოტისგან თავის დაღწევას არამედ უფრო მეტიც-თავდაჯერებულობის გამყარებას და უფრო წარმატებულ მომავალს.
რა სიახლეებია თმის გადანერგვის ინდუსტრიაში გვესაუბრება-პლასტიკური ქირურგი და ზოგადი ქირურგი 26 წლიანი გამოცდილებით,კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშენალის“ დირექტორი ირაკლი ბებიაშვილი. იგი გახლავთ ამავე კლინიკის და „საქართველოს თმის გადანერგვის ქირურგთა და ტრიხოლოგთა ასოციაციის „ თანადამფუძნებელი და თმის გადანერგვის დარგში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წევრი .
მეტრონომი: პირველ რიგში მინდა გკითხოთ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტისთვის თმის გადანერგვა შეუძლებელია?
ირაკლი ბებიაშვილი: არის გამონაკლისი შემთხვევები, სადაც შეუძლებელია პაციენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ეს ის შემთხვევებია როდესაც საქმე გვაქვს, პირველ რიგში, ბუნებრივ ვალუტენციასთან, ეს არის დაავადება, ცალკე თმის ცვენის გამომწვევი, ამ შემთვევაში წარმოუდგენელია გადანერგვა, მეორე შემთხვევა არის, როდესაც სადონორო მარაგი არ გააჩნია პაციენტს არც ტანზე და არც წვერი, ხდება ესეთი შემთხვევები და ამ დროს თმის გაცვენის ხარისხი არის დიდი, მეშვიდე ხარისხი. ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა პაციენტის სურვილთან შეთანხმებით ეს ხარისხი შევამციროთ, მაგრამ სრულფასოვანი ეფექტი არ იქნება. წარმატებული კონსულტაციის მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ კომსულტანტმა და პაციენტმა მიაღწიოს ურთიერთგაგებას და ურთიერთშეთანხმებას იმაში, თუ რა არის პაციენტის სურვილი და მოთხოვნილება და რა არის ჩვენი შესაძლებლობები. თუ ეს მიღწეულია, მაშინ პაციენტი იქნება კმაყოფილი, აი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვთვლით, რომ სუფთა ესთეტიკური ქირურგიის შესაძლებლობებით პაციენტს ვერ დავაკმაყოფილებ, შეიძლება მან თავისი არსებული მდგომარეობის სულ უმნიშვნელო გაუმჯობესებითაც კი მიიღოს სიამოვნება და დაგვთანხმდეს იმ გადანერგვაზე, რომელიც ესთეტიკური მედიცინის თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს არასრულფასოვან წარმატებულად. იყო ერთი პაციენტი რომელიც ატარებდა პარიკს, ეს მძიმე შემთხვევა იყო, ახალგაზრდა მეუღლე ყავდა და სტუდენტი შვილი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ პარიკის გარეშე არ ყავდა ნანახი მეუღლეს, აი რამხელა პრობლემა იყო, სახელმწიფო ჩინოვნიკი იყო ეს პიროვნება, ქონდა მეშვიდე ხარისხი ( თმის ცვენის ყველაზე მაღალი ხარისხი). მთელი წარმატება ამ ოპერაციის მდგომარეობდა არა იმაში, რომ ესთეტიკური თვალსაზრისით მივიღეთ შედეგი, არამედ ის, რომ ამ ადამიანმა პარიკი გადააგდო და პარიკის გარეშე უკვე კომფორტულად გრძნობდა თავს, მეუღლემაც.
მეტრონომი: არის დაავადება, რომლის მქონე პაციენტსაც თმის გადანერგვაზე უარს ეუბნებით?
ირაკლი ბებიაშვილი: თუ მას სტაბილური რემესია აქვს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალ ექიმთან გავიაროთ კონსილიუმი და მარტო ჩვენს თავზე არ ავიღოთ მთელის ეს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ როცა პაცინტს ყავს თავისი მკურნალი ექიმი, სუფთა კოლეგიალობის და სუფთა ესთეტიკური თვალსაზრისით ვთვლით, რომ იმ მკურნალ ექიმთან გავიაროთ კონსილიუმი, ეს არის პაციენტის სასარგებლოდ რადგან შეიძლება მე ბოლომდე კონპეტენტური არ ვიყო პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებით და ვალდებულიც ვარ ეს გავაკეთო. შეიძლება დღეს იყოს მთლიანი უკუჩვენება, მაგრამ მკურნალობის მერე შეიძლება ნახევარი აღარ იყოს. ლოგიკურია რა თქმა უნდა.
მეტრონომი: ძალიან ბევრ ადამიანს გადანერგვას ურჩევნია იმკურნალოს თმის ცვენაზე. ამ მხრივ თუ სთავაზობთ თქვენ პაციენტებს სერვისს?
ირაკლი ბებიაშვილი: არის შემთხვევები როდესაც არ არის მაღალი ხარისხის თმის ცვენა, ან ასაკიდან გამომდინარე ჩვენ გვირჩევნია დავასტაბილუროთ პაციენტის მდგომარეობა. პაციენტმა გადაინერგოს და 2-3 წლის მერე გაცვივდეს თმა ან თმის ცვენა გაუგრძელდეს ესე ესთეტიკურად მიუღებელი იქნება, გამოდის რომ პაციენტი მიჯაჭვული უნდა იყოს ჩვენზე, ამის დიდი გამოცდილება გვაქ და ამას ვაზღვევთ. კონსულტაციაც იმას ეყრდნობა, რომ თუ მკურნალობა ჭირდება პაციენტს მკურნალობას ვთავაზობთ და თუ უკვე მკურნალობა არაეფექტური იქნება იქიდან გამომდინარე ვთავაზობთ გადანერგვას, თუმცა ამის შემდეგაც ესაჭიროება პაციენტს მკურნალობა.
მეტრონომი: საქართველოს კვალობაზე, როგორია თქვნთან პაციენტების მომსახურების საფასური?
ირაკლი ბებიაშვილი: ფასები ადაპტირებულია საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობებთან, ნებისმიერ პაციენტს საშუალო ფინანსური შესაძლებლობების მქონეს თმის გადანერგვის ხარჯის გაწევა. განვადებაც გვაქვს რამდენიმე ბანკთან და მინდა იმის თქმა, რომ უცხოეთის ანალოგიური კლინიკების ფასებთან შედარებით არის მეოთხედი და მეხუთედი, ამა ვამბობ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
მეტრონომი: გარდა თმის ცვენის მკურნალობისა, კიდევ რა პროცედურები ხორციელდება ჰეარლაინში?
ირაკლი ბებიაშვილი: ჰეალაინში ხორციელდება ყველა დერმატო და კოსმეტოლოგიური პროცედურა. ძალიან კვალიფიციური დერმატო-კოსმეტოლოგები მუშობენ ჩვენთან. ტარდება არის ასევე პლასტიკური ქირურგის მიმართულება. აქაც თითქმის ყველა პროცედურას ვანხორციელებთ, ოღონდ ამბოლატორიული 24 საათამდე დატოვების ფარგლებშია შესაძლებელია, გვაქვს ასევე ესთეტიკური გინეკოლოგიის დარგი, ძალიან კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს ამ დარგის ასოციაციის დამფუძნებელი ერთ-ერთი ექიმი, ძლიან საინტერესო და ძლიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.