ახალი ამბები ბიზნესი პოლიტიკა საზოგადოება

თამაზაშვილი: ტყის ფართობის იჯარით აღება, უსაფრთხოების გამო გახდა აუცილებელი

[su_quote]დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ეგრეწოდებულმა “ტყის ჩუქებამ…”. საზოგადოება , განზრახ შეყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას , თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა..
რეალობა კი ასეთია : ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი , რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა , უსაფრთხოებიდან გამომდინარე , აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება , რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და რა თქმა უნდა არც ხის მოჭრა, პირიქით , ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად, სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.
საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამვდილია პროტესტი, იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებაც , ხელისუფლებაში ყოფნისას ,მხოლოდ 2009 წელს 3000 ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს , გაჩეხვის და ეკონომიური სარგებელის მიღების მიზნით….[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ავრცელებს.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ პრემიერის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილის 49 წლით ბაკურიანში არსებული ტყის ფართობი მფლობელობაში გადაეცა.
იტვირთბა....