სისულელე დაწერეს, – ასე ეხმაურება სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი მეუღლის, თინა თინიკაშვილის კომპანიას 2019 წელს საბადურის ტყეში არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცა.
როგორც ნარმანია აღნიშნავს, მისი მეუღლე ამ კომპანიის დირექტორია უბრალოდ და სხვა აარაფერი.
“სისულელე დაწერეს, სისულელეა და შეგიძლიათ თქვათ. ჩემი მეუღლე მაგ კომპანიაში მუშაობს, როგორც დანიშნული დირექტორი, მეტი სხვა არაფერი. შესაბამისად, ეგ შეგიძლიათ თქვათ და სხვა დანარჩენი, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სისულელე”, – აცხადებს ნარმანია “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, საბადურის ტყის ნაწილი, უფრო ზუსტად კი 10 ჰექტარი ფართობი, 2019 წელს დავით ნარმანიას ცოლის კომპანიას გადაეცა, იმ პირობით, რომ ისინი 4 მილიონი ლარის ტურისტულ ინვესტიციას განახორციელებდნენ.