მთავარი პოლიტიკა

მათიკაშვილი: პარტიული რუპორი ტელევიზიების რეპორტაჟებში 10% სიმართლეზე 90% ტუილია დაშენებული

“ჩვენ სიძულვილის ენის გამოყენებისგან აბსოლუტურად ვართ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, სიძულვილის ენა ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებისგან მოდის.

“ამ ეტაპზეც და წინა ეტაპზეც, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, გაგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს, პირველი ტურის განმავლობაში ერთი ზედმეტი სიტყვა, ძალადობრივი შინაარსის ან თუნდაც მითითება იმაზე, 2003-2012 წლებში “ნაციონალური მოძრაობა” რას აკეთებდა და ასე შემდეგ, სიტყვა არ თქმულა მსგავსი. მთელი ეს ტალახი, უმსგავსობა, საზოგადოების მოტყუების მცდელობა, პირდაპირ ბულინგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოდიოდა, ამის სათავე არის და იყო ის ტელევიზიები, ის პარტიული რუპორები, რომლებიც მაშინაც და დღესაც არ ერიდებიან არაფერს, ოღონდ საზოგადოებაში მოახდინონ მღელვარება, ტემპერატურა აწიონ, შავი დაანახონ თეთრად, ტყუილი ტყუილზე, თითოეულ გადაცემაში, თითოეულ რეპორტაჟში, რომელიც პარტიული რუპორი ტელევიზიებით გადის, 5-10 პროცენტ სიმართლეზე არის დაშენებული 90 პრონცეტი ტყუილი”, – ამბობს მათიკაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავით მათიკაშვილი გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრობს

იტვირთბა....