aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთი: შეშფოთებული ვართ საქართველოში გამართული ანტირუსული აქციით

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვმა საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს 26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ევროპული საქართველოს მიერ გამართული აქციით. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორმა მედიასთან თქვა, იმედოვნებენ, რომ ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს.

“მომხდარი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ რუსული ინტერესების დამცველ შენობასთან, შვეიცარიის საელჩოსთან ახლოს, გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია. აქციის დაწყებამდე შენობაში გაითიშა როგორც ძირითადი ისე სათადარიგო ელექტროსისტემა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ნოტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით განსაზღვრული დიპლომატიური ვალდებულებები. ანალოგიური გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა დამცველს.

ამ დროისთვის შენობაში ელექტროენერგია სრულიად აღდგენილია.

ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს.” 

ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის ა.ზაიცევის წერილში.

26 იანვარს გამართული აქციის ორგანიზატორებმა რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაზე პროექტორით უკრაინის დროშა გამოსახეს.

იტვირთბა....