ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

FARA, რომელიც პარლამენტში 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

არსებული ინფორმაციით, რეგისტრირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “რუსული კანონის” ნაცვლად, “ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს” მიიღებდნენ.

იტვირთბა....