გასულ კვირაში რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში კრიპტოვალუტების მოპოვების აკრძალვის საჭიროებაზე იყო საუბარი. “ბლუმბერგის” ცნობით, ბანკის მკაცრ პოზიციას მხარს არ უჭერს ვლადიმერ პუტინი და მაინინგის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წინადადებას ეთანხმება. რუსეთის პრეზიდენტი მომხრეა, მაინინგი მხოლოდ იმ რეგიონებში დაიშვას, რომლებშიც ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავებაა. საუბარია კრასნოდარზე, კარელიის რესპუბლიკასა და ირკუსტკზე.
პუტინის პრეს-სპიკერის, დიმინტი პერსკოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს აზრთა სხვადასხვაობის დარეგულირებისკენ მოუწოდა.