მთავარი საზოგადოება ციტატა

პეტრე ცაავა: მეუფე იაკობისგან კრემლის საამებლად გაკეთებული განცხადებები მოვისმინეთ

“ბოდბის კათედრიდან ბოდბელად წოდებული ეპისკოპოსის ბაგეებით მოვისმინეთ საბჭოთა პატრიარქისა და საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაკომპრომეტირებული პატრიარქისა და კრემლის საამებლად გაკეთებული განცხადებები. ეს იყო ფაქტიურად რუსული სპეცსამსახურების აგენტის მიერ მოწოდებული განცხადება.

იმის ნაცვლად, რომ წმინდა ამბროსი ხელაიას სახელმწიფოებრივ აზროვნებაში მივემსგავსოთ, შევიკრიბოთ წმინდა სინოდი და ბოროტების იმპერიის მემკვიდრე რუსეთს მოვუწოდოთ, დაუყონებლივ გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან მისი ჯარები, ჩვენ ამის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ”

ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ტელეკომპანია პირველთან, მეუფე იაკობის ქადაგების პასუხად განაცხადა.

იტვირთბა....