საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა, – აღნიშნულის შესახებ კვლევას, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებლები ბოლო რამდენიმე თვეების მანძილზე მკვეთრად გაუარესდა.
“არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის
თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა
პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც
ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი
თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპატიების
მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის
შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს,
რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი
ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ
ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ”, – ნათქვამია კვლევაში.